დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დღეს G7-ის ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ზომებისთვის საერთაშორისო ჩარჩოების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დღეს G7-ის ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ზომებისთვის საერთაშორისო ჩარჩოების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენენ.

Reuters-ის ცნობით, ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნული იქნება უახლოეს წლებში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ომის დასრულებაზე და ნებისმიერი მომავალი თავდასხმის შეკავებაზე და რეაგირებაზე იქნება მიმართული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის კონტრშეტევაში სტრატეგიული პროგრესი აღენიშნება, G7-ი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დაცვას გააძლიერებს.

„რადგან თავის კონტრშეტევაში უკრაინა სტრატეგიულ პროგრეს აღწევს, ხოლო რუსეთის ძალები ფრონტის ხაზზე დეგრადირებას განიცდიან, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გავაძლიერებთ უკრაინის დაცვასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეთანხმებებს“, - განაცხადა რიში სუნაკმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს