13 წლის ბავშვთან დაკავშირებით, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც მამა დააკავეს, გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი

ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანში” აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.

თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.

„აღნიშნული მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით ის ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა. რვა თვეა გოგონას ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზრუნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო და შემდეგ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, სტუმრად მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის