გიგი წერეთელი - ვილნიუსის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში პროგრესი არ არის და ეს სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

ვილნიუსის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში პროგრესი არ არის და ეს სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ალიანსის წევრები უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ეს ისტორიული სამიტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად ნატო-სთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან ძალიან მკაფიოდ გაცხადდა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს.

გიგი წერეთელი ამბობს, რომ ამ სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ სად არის საქართველო.

მისი თქმით, ის ჩანაწერი, რაც არის კომუნიკეში, ჩვენი მეგობრების კეთილი ნებაა, მაგრამ ასევე ძალიან მკაფიოა, რომ საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.

„რეფორმების კუთხით, ჩვენს ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა, პირიქით, სიტუაცია უფრო დამძიმდა რუსეთთან თანამშრომლობით და უკრაინასთან ბრძოლით, ანტიდასავლური კამპანიით და ა.შ. ამიტომ, ოპტიმიზმი, რომ ხელისუფლება სიტუაციის გაუმჯობესებას მოახერხებს, არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ნატო-ს დაახლოებოდა. შესაბამისად, რჩება ერთადერთი იმედი, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და ნატოს წევრობა", - აცხადებს გიგი წერეთელი, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით