ბათუმის მერია - ქალაქის ავტოტრანსპორტში დასაქმებულ ქალ მძღოლს არჩილ ჩიქოვანი შეხვდა და წარმატებები უსურვა

ბათუმის ავტოტრანსპორტში ქალი მძღოლი დასაქმდა. დღეს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გადამზადებულ ავტობუსის მძღოლებს შეხვდნენ და ახლად დასაქმებულ ქალ მძღოლს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლი დასაქმდა, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გადამზადდა.

„ჩვენს ახალ თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას ახალი ტრანსპორტით. აღსანიშნავია, რომ წელს მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განვაახლეთ. ვიმედოვნებ, ქალი მძღოლის დასაქმების პრეცედენტი სხვა ქალბატონებისთვისაც იქნება მამოტივირებელი. მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიას კი ვუსურვებ, ამ საპასუხისმგებლო სამსახურში, მეტი ქალი მძღოლის დასაქმებას", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა