ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს სენატის პრეზიდენტს, ხუან ანტონიო კოლომას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე.

„განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს.

ჩილეს სენატის პრეზიდენტმა მიმოიხილა სამხრეთ ამერიკაში არსებული ვითარება, მათ შორის, ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და სურსათის ფასების მატებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პოზიციებს დაუჭერენ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში.

შეხვედრა, ასევე გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში. შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველო-ჩილეს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს