მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ლაშხი  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თობიას ლინდნერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიმართ დაწესებული ევროკავშირის სანქციების შესრულების კუთხით საქართველოსთან კარგ თანამშრომლობას.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გერმანული მხარე მზად არის მაქსიმალური დახმარება აღმოგვიჩინოს ამ გზაზე. ამის დასტურია ვიზიტების სიმრავლე, რომელიც გვაქვს გერმანიის მხრიდან. ვხედავთ განსაკუთრებულ ინტერესს ორმხრივი კავშირების გაძლიერების კუთხით, რასაც დიდად ვაფასებთ ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება