ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს - ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან პარტნიორებმა

ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება