სერგეი ლავროვი - ნატო-ს სამდივნოსა და ქვეყნების ყველა მოქმედებაში განდიდების მანია ვლინდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისა და წევრი ქვეყნების განდიდების მანია მათ ყველა ქმედებაში ვლინდება, ასეთი პოლიტიკა უპერსპექტივოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის უპერსპექტივო გზა, ეს არის გზა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ამოცანის აქტუალურობას, რომელსაც ახლა ბევრ პარტნიორთან ერთად ვაყენებთ კოლონიალიზმის თანამედროვე ფორმებთან დაპირისპირებით, მსოფლიო საქმეებში ჰეგემონიის მცდელობებთან დაპირისპირებით და გაერო-ს წესდების უკვე ხსენებული პრინციპის პირდაპირ დარღვევასთან დაპირისპირებით, რომლის თანახმადაც უცილებელია ყველა სახელმწიფოს სუვერენული თანასწორობის პატივისცემა“, - განაცხადა ლავროვმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ ვილნიუსის სამიტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ალიანსი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირელ და აზიელ პარტნიორებთან რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.

„ნატოს წევრები აშკარად არ არიან ამისთვის მზად, განდიდების მანია ვლინდება როგორც ნატო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობის, ისე წევრი ქვეყნების ყველა ქმედებაში. ეს ყველასთვის ცხადია. ბორელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპა აყვავებული ბაღია, სხვა ყველაფერი კი ჯუნგლებია, რომელსაც შესაბამისი მოპყრობა სჭირდება. ვერ ვხედავ ასეთი პოლიტიკის პერსპექტივას“, - დასძინა ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება