ქუთაისის მერიაში პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიაში ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობისას სასწავლო სემინარები ჩატარდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავადაც მოეწყოთ ტრენინგები ქუთაისის რამდენიმე სკოლაში. პროექტის მონაწილეებმა თავად დაგეგმეს და განახორციელეს ახალგაზრდული ინიციატივები, რომელზეც შეხვედრისას ისაუბრეს.

„ახალგაზრდების სახელით, ქალაქის მერს, ვიცე-მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობის სიგელები გადაეცათ, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათი განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სამახსოვრო პრიზები გადაეცათ პროექტის მონაწილეებსაც.

„ქუთაისში წარმატებით არაერთი ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება და დღეს კიდევ ერთი ასეთი პროექტის მონაწილეებს შევხვდით. პროექტს "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის", ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ. ეს ახალგაზრდები არიან ქუთაისის ხვალინდელი დღე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და მონაწილეობა ქალაქის ცხოვრებასა და განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება