გურიაში სტიქიის შედეგად გამოტანილი ნარჩენებისგან შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

გურიაში სტიქიის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვიდან დიდი ოდენობით გამოტანილი ნარჩენების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად ამ ეტაპზე სრულად გაიწმინდა და დასუფთავდა შავი ზღვის აქტიური სანაპირო ზოლი.

კომპანიის მიერ კვლავ მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში სანაპირო ზოლის მოვლისა და მოწესრიგების სამუშაოები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა