გორში კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

„პროექტის ფარგლებში, მოასფალტებასთან ერთად ეზოებში საჭიროებიდან გამომდინარე იცვლება კომუნიკაციებიც (სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები).

ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-ით აფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წამოსულმა მოთხოვნამ განაპირობა.

პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტების დაზიანების ხარისხს.

ეზოების რეაბილიტაცია გორში მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად განხორციელდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025