პეტრე ცისკარიშვილი - ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება - ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოცილებული უნდა იყოს, რადგან რუსული რეჟიმით შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩვენ როლს ვერ შევასრულებთ

მიხეილ სააკაშვილს მკაფიო დამოკიდებულება აქვს ამ პროცესების მიმართ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო მარცხი, ხოლო 2023 წლის ვილნიუსის სამიტი არის გამარჯვება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება.

ცისკარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოცილებული უნდა იყოს.

„ეს არის გამარჯვება, რადგან ჩვენ უკვე დაბეჯითებით ვიცით, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი შეწყდება სამხედრო ომის ფაზა, აქედან ძალიან მალევე უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, რაც შექმნის უსაფრთხოების სარტყელს აღმოსავლეთ ევროპისთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის.

ამ დროისთვის ჩამოცილებული უნდა გვყავდეს ეს რეჟიმი, რადგან შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და „რუსული ოცნების“ რეჟიმით ამ ფუნქციას ჩვენ ვერ შევასრულებთ. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის ხელისუფლებაში უნდა იყოს ეროვნული, დასავლური ორიენტაციის ძალები, რომლებიც ჩაჯდებიან ამ უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!