აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება

სამიზნე ქვეყნებში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჯერად, რეგიონს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ და მიმდევრებს აქტიურად უზიარებდნენ რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

დეპარტამენტის ცნობით, ბლოგერებმა ბათუმის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც თავადვე გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები.

„ინფლუენსერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. უწყება რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ჩართულობით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს.

წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებს უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი და არაბი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა