პეტრე ცისკარიშვილი - რამდენიმე თვეში შევალთ წინასაარჩევნო პერიოდში, წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილი ციხეში გყავდეს და გინდოდეს, ჩაატარო ლეგიტიმური არჩევნები - ასეთ თამაშის წესებს დასავლეთი არ მიიღებს

უკვე არის კონკრეტული მიმართვა ხელმოწერილი ევროპარლამენტარების მხრიდან იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული. მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეში შევალთ წინასაარჩევნო პერიოდში, წარმოუდგენელია მიშა სააკაშვილი იყოს ციხეში, ასეთ თამაშის წესებს არ მიიღებს დასავლეთი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც განაგრძობენ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვას, ემუქრებათ არა მხოლოდ სანქციები, არამედ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება.

„ამერიკელმა ელჩებმა, ვისაც საქართველოში უმუშავია, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერეს ღია წერილი, სადაც ყველა ერთხმად მოითხოვს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ლახავენ პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებებს, ემუქრებათ არა მხოლოდ სანქციები, არამედ პირდაპირ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება მათ წინააღმდეგ. შეუძლიათ ჩახედონ „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ამოქმედებულია ბევრი პოლიტიკური მოთამაშის მიმართ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტიდან, ისევე როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ძალიან უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები, „მაგნიტსკის სია“ არის ერთი, რომელიც არის ჩამოწერილი სახელებით და გვარებით, „მაგნცკის აქტი“ არის შეერთებული შტატების მიერ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ბოროტმოქმედების პირდაპირ სანქცირებას. ასევე, რეზოლუციების მიღების შემდგომ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე არის კონკრეტული მიმართვა ხელმოწერილი, რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული. ჩვენ, პრაქტიკულად, შევდივართ საარჩევნო ფაზაში, სულ რამდენიმე თვეში საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი საქართველოში და იმ მოცემულობაში, როდესაც მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გიზის ციხეში და შენ გინდა, რომ ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს უბრალოდ არ გამოვა, ასეთ თამაშის წესებს არ მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა 44 ევროპარლამენტარის მიერ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა