ფოთში ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში, ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა დაიგო, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზა.

„დასრულებული სამუშაოები ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათ ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

ფალიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის