ვალერი ზალუჟნი - საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი, თუ  პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ

ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?”

ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობები გამო “უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს”.

“საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვფიქრობდე, რომ იქ არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი… ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ…

ეს ჩვენი პრობლემაა, და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში შეიძლება და საჭიროა [მტრის] მის ტერიტორიაზე მოკვლა. თუ ჩვენს პარტნიორებს საკუთარი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება