გელათის აკადემიაში გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. პროგრამის პრეზენტაცია საპატრიარქოს ხელმძღვანელობით იმართება.
მასში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები გერმანელი, იტალიელი, ამერიკელი, ინგლისელი სპეციალისტები, არქეოლოგები, მოზაიკის კონსერვაციის, სტრუქტურული ინჟინერის, კედლის მხატვრობის სპეციალისტები მონაწილეობენ.
პრესკონფერენციას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო , ასევე ქუთაისი გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე ესწრებიან.
როგორც მეცნიერები და სასულიერო პირები აცხადებენ, მდგომარეობა რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა შეიქმნას უმაღლესი სტანდარტის საერთაშორისო კვლევები პროექტი და ამის შემდეგ მოხდება ჩარევა.