გიტანას ნაუსედა - ნატო-ში უკრაინის მიწვევა, ძირითადად, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან არის დაკავშირებული

ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ში უკრაინის მიწვევა, ძირითადად, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ახლა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვები არავის უჩნდება.

„მიღებულია ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უსაფრთხოებას აძლიერებს", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შედეგების შეჯამებისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ და მისმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იციან ნატო-ში გაწევრიანების პირობების შესახებ, მაგრამ შიშობენ რომ ამ პირობების სია უსასრულო შეიძლება გახდეს.

„ისინი ფორმულირებას შიშობენ, იქიდან გამომდინარე, რომ „პირობების შესრულების“ დროს ახალი და ახალი მოთხოვნები შეიძლება გაჩნდეს", - დასძინა ნაუსედამ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით