შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე - რაც უფრო ერთად იქნებიან, მით უფრო დაზიანდებიან - სინამდვილეში, ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, მათთვის ავტორიტეტი არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებებია

რაც შეეხება[ოპოზიციის] გაერთიანებას, რაც უფრო ერთად იქნებიან მით უფრო დაზიანდებიან, საბოლოო ჯამში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის პრობლემაა ის, რომ „სინამდვილეში ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან“.

„პრობლემა ოპოზიციაში არის არა მათ სტრუქტურაში, გაერთიანებაში, არამედ პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს პატრიოტ ადამიანს. სინამდვილეში, ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან და ეს არის პრობლემა. რასაც ჩვენ ვხედავთ, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები. ვხედავთ მათ რეაქციებს, განსაკუთრებულ აღტყინებებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მიმართ, ამიტომ, ეს არის პრობლემა. თუ არ არიან ქართველი პოლიტიკოსები არც უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ მხარს დაუჭერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება