ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს, ნიკოლას ალბერტონის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში, საპარლამენტო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტის დიდ მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ისაუბრეს უკვე ინიცირებული ხელშეკრულებების დროულად ხელმოწერაზე, რომლებიც მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად გავლას საჭიროებენ. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ვიცე-მინისტრს ურუგვაის მხრიდან საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

„ურუგვაი იყო პირველი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, რომელმაც დაიწყო გაეროში, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერა და შემდეგ, მას სხვა ლათინურ-ამერიკულმა ქვეყნებმაც მიბაძეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ურუგვაის შორის სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობებზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაი არის სამხრეთ ამერიკის სავაჭრო გაერთიანების - მერკოსურის წევრი. გამოითქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით ორ მხარეს შორის კონსულტაციები დაიწყოს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას.ურუგვაის მხარემ ისაუბრა ლათინური ამერიკის ინტეგრაციული პროცესებზე და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიშვა ომის შედეგად. ურუგვაის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით; ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს სამშვიდობო როლით. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ნიკოლოზ სამხარაძემ მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი