ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა  წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

წერეთლის ქუჩაზე წყალი სახლებში ღამით 04:00 საათისთვის შევარდა. დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

წყალმა პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. დაიტბორა გზები და ტროტუარები.