ძლიერი წვიმის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და ქუჩები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

როგორც მერიაში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი, მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას სტიქიასთან ბრძოლაში.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, მუშაობს მძიმე ტექნიკა, პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი. სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა