Dodge-ი და RAM Trucks-ი ოფიციალურად საქართველოშია

„თუ არ ხარ პირველი, ხარ ბოლო“ – „If you ain’t first, you’re last“. ეს Dodge-ის ყოველდღიური ცხოვრების წესია.

ამერიკულ ავტომობილზე გაფიქრებისას, ალბათ გონებაში Dodge-ის ლეგენდარული მოდელები გახსენდებათ, როგორებიც არის Dodge Challenger, Durango, Charger ან RAM Trucks-ის კლასიკური პიკაპები. საავტომობილო სამყაროში, Dodge-ის სახელი ასოცირდება ძლიერ ავტომანქანებთან, რომელთა დიზაინი აერთიანებს სპორტულ, მტკიცე და აგრესიულ ხასიათს.

1900 წელს დეტროიტში, ძმები დოჯების მიერ შექმნილი ბრენდი, ამერიკულ კლასიკას და ამერიკის ავტოინჟინერიის სიმბოლოს წარმოადგენს. Dodge-ის ისტორია ძლიერ ემოციებს, დემონურ სიმძლავრეს და ძალაუფლების წყურვილს უკავშირდება. 100 წელზე მეტია, ბრენდი, ძმების - ჯონის და ჰორეს დოჯების სულისკვეთებას გადმოგვცემს. მათი გავლენა დღესაც იგრძნობა კლასში საუკეთესო პერფორმანსის მქონე თანამედროვე მაღალძრავიან “Muscle Car”-ებსა და SUV-ებში.

Dodge-ის ლეგენდად ქცეული, უკვდავი მოდელები, უამრავ ფილმში თუ კომპიუტერულ თამაშშია წარმოდგენილი: Need For Speed, Gran Turismo, John Wick და რა თქმა უნდა Fast and The Furious და დომინიკ ტორეტოს პერსონაჟი. Dodge-ის ლეგენდარული “Muscle Car”-ის საჭეს ვინ დიზელი იდეალურად ირგებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ფილმის პირველივე წუთებიდან დღემდე, ჩემი ფავორიტი, 1970 წლის Dodge Charger-ია. კარგად მესმის ბრენდის მისწრაფება შექმნას მძლავრი ავტომობილები, როგორიცაა Hellcat და Demon. Dodge სწორი გზით გადმოგვცემს „Muscle Car”-ის მთავარ ღირებულებებს და ქმნის ჩემი სტილის ავტომობილებს.“

2010 წელს, Dodge-მა, თავიანთი პიკაპების ხაზისთვის შექმნა ბრენდი “RAM Trucks”, რომელიც გვთავაზობს მსუბუქ და საშუალო ზომის პიკაპებს და სხვა კომერციულ ავტომობილებს.

აღსანიშნავია, რომ J.D. Power-ის რეიტინგში, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე უპრობლემო და ხარისხიანი ავტომწარმოებელი სწორად Dodge-ის ბრენდია. შემდეგ პოზიციას კი RAM Trucks-ი იკავებს.

Dodge-ი და RAM Trucks-ი Stellantis ჯგუფში (ყოფილი FCA – Fiat Chrysler Automobiles) შემავალი ბრენდებია, რომელიც არის გლობალური ავტომწარმოებელი კორპორაცია. Stellantis-ის ბრენდებია ასევე FIAT, Jeep, Alfa Romeo და სხვ.

ჩვენ, როგორც Dodge-ის ოფიციალური დილერები საქართველოში, მომხმარებლებს უკვე თბილისის შოურუმში ვთავაზობთ როგორც Dodge-ის სრულ სამოდელო რიგს, ასევე მათ სერვისს.

მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაეწერონ ტესტ დრაივზე, გვეწვიონ ცენტრში, რომელიც ბელიაშვილის ქ. #191-ში მდებარეობს და თავად გამოსცადონ Dodge-ის და RAM Trucks-ის ავტომობილების შესაძლებლობები.

(R)

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის