ალუდა ღუდუშაური თბილისი-ნატახტარის მონაკვეთის მშენებლობაზე - „ოკუპანტს გზას ვუშენებთ“ - საკითხის ასე დაყენება არის ცრუ ნარატივის შექმნის მცდელობა

„ოკუპანტს გზას ვუშენებთ“ - საკითხის ასე დაყენება არის ცრუ ნარატივის შექმნის მცდელობა. 4-ზოლიანი მაგისტრალი კეთდება ნატახტართან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ აშენებს თბილისი-ნატახტარის მონაკვეთს სახელმწიფო და რატომ არ აფინანსებს პროექტს არც ერთი დონორი.

ღუდუშაურის თქმით, გზა ქვეყნის მოსახლეობისთვის კეთდება, რომელიც საცობით შეწუხებულია.

„ეს გამოიტანა გზების დეპარტამენტმა, მიმართეთ გზების დეპარტამენტს, რატომ არ იყო პროექტის განხორციელებაში დონორი ჩართული, ამას ჟურნალისტი ვერ განსაზღვრავს. თუ ჭიქა ყავაზე იმარჩიელებთ, ეს თქვენი საქმეა, ამაში მე ვერ შემოგიერთდებით. შესაბამის უწყებას უნდა მიმართოთ და კითხოთ, რატომ არ არის ჩართული.

არ მგონია, რელევანტური იყოს, რომ „ოკუპანტს გზას ვუშენებთ“, ეს ასე არ არის. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაშენებთ გზებს, ვაძლიერებთ ინფრასტრუქტურას.

საკითხის ასე დაყენება, არის აბსოლუტურად არანორმალური, ცრუ ნარატივის შექმნის მცდელობა, 4-ზოლიანი მაგისტრალი კეთდება ნატახტართან. თუ ვინმეს ზაფხულში გაუვლია, ნახავს როგორი საცობია, მცხოვრებლები არიან ძალიან შეწუხებული, წარმოუდგენლად რთულია ზაფხულის პერიოდში. ვერ ავუვლით იმ ფაქტს გვერდს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არის თუნდაც ოკუპანტი, მაგრამ ჩვენ გზები და ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის შიგნით გვექნება ევროპული სტანდარტის. რუსებისთვის რატომ გვინდა? ჩვენ თუ რამე გვინდა, გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით