კახა კალაძის განცხადებით, წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების დასაცავი გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ არსებობდა, რომ სკვერში სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 11 ივლისს, წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების დასაცავად გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ არსებობდა, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო.

მისივე თქმით, ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

„წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას შაბათ დღეს რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კვირა დღეს სამუშაოები არ ჩატარებულა და ორშაბათს ეს უბედური შემთხვევა მოხდა.

ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ იყო, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო. მოსამზადებელი სამუშაოები ზუსტად იმისთვის მიმდინარეობდა, რომ უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული ყოფილიყო“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში, 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით