ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს „ნანა ალექსანდრიას თასი -2023“ მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე მონაწილეობას მიიღებს. მათ შორის, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები.

„ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდება. ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“ და მას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება