Air Baltic-ი მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს

ავიაკომპანია Air Baltic-ი მგზავრებს ბათუმში მოგზაურობის 10 მიზეზს უზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

კომპანიის საბორტო ჟურნალში ბათუმის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომზადებული სტატიები ივნისი, ივლისისა და აგვისტოს პერიოდშია გამოქვეყნებული.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, სტატიებში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები.

„ავიაკომპანია Air Baltic-ი 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. მათ შორისაა პირდაპირი ფრენები რიგადან ბათუმის მიმართულებით, რომელიც გასული წლის ზაფხულს პირველად შესრულდა და წელს ივლისის ბოლოდან განახლდება. ჟურნალი Baltic Outlook-ი მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300 000 მგზავრი ეცნობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია