ლანჩხუთში ერთ-ერთ კორპუსში, ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

მისივე თქმით, გარდაცვლილები 72 და 82 წლის იყვნენ.

,,სამწუხაროდ სიმართლეა, ორი ქალბატონი ერთ-ერთ კორპუსში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაიგუდა. შემთხვევა დაახლოებით 4-5 დღის წინ მოხდა. მეზობლები სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც კარები გაჭრეს. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლის 3-ე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს