ბათუმში “ფორმულას” ჟურნალისტის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბათუმში ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - ლარიან გირაოს სთავაზობდა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შუა ხნის ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით ედავება.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ დაკისრებულ გირაოს გადახდას ვერ შეძლებს და დანაშაულს აცნობიერებს.

“მომხდარიდან მეორე დღეს ჟურნალისტის ნახვა მინდოდა, რომ ბოდიში მომეხადა. გამწარებული ვარ ასეთი სამარცხვინო ფაქტის გამო, მამა-შვილს შორის. ბავშვი თავშესაფარშია არ მანახებენ.

ბავშვის დედა იძახის ჩემთან არ უშვებდაო, რაც სიცრუეა. ერთხელ მოვიდა და დაბადების დღე ან ახალი წელი თუ მოულოცა. გაუპატიურების ფაქტი რომ მცოდნოდა, ჩემი ხელით მოვკლავდი. ტყუილია…. მე რომ ასეთი ფაქტი მცოდნოდა, იქვე დავაჭერინებდი. მომხდარის შემდეგ ჩემი შვილი არ შემხმიანებია. წარმოდგენა არ მაქვს მის პოზიცია, ეს ამბავი რომ მოხდა, ბავშვს ვთხოვე "ხოფაზე" საყიდლებზე წასვლა. ბავშვმა დაიგვიანა საღამოს და ვთხოვე შვილს რომ შვილიშვილი მოეძებნა, წავიდა საძებნელად, მეგონა ჩემმა შვილმა სადღაც იჩხუბა, ფაქტი პოლიციაში გავიგე. ამ ფაქტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა”, - განაცხადა 13 წლის მოზარდის ბებიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება ბათუმში რამდენიმე დღის წინ 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტს, რის გამოც სამართალდამცავებმა მოზარდის მამა დააკავეს. მომხდარის გამო, „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა ადგილზე მივიდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მას 13 წლის არასრულწლოვნის ბებია, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედა ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც შუა ხნის ქალს ბრალი წარუდგინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის