შუახევში, სოფელ დაბაძველში დათვი სამ პირს თავს დაესხა, მათ შორის ერთი ბავშვია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში დათვი ორ ქალსა და ბავშვს თავს დაესხა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მოზარდს დაზიანება სახის არეში ჰქონდა მიღებული, ხოლო ზრდასრულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ისინი უკვე სახლში იმყოფებიან.

“მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, ბავშვს სახის არეში, ასევე, ყურთან ჰქონდა დაზიანება. უფროსებს კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ. შემთხვევა სოფელში ტყესთან ახლოს მოხდა.

რაც შეეხება სოფელში დათვების ხშირ გადაადგილებას, ამ მხრივ მოქალაქეების მხრიდან ოფიციალური წერილობითი შეტყობინება უწყებაში არ შემოსულა. ბავშვს სამედიცინო მომსახურება ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გაეწია”, - განაცხადეს უწყებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში