საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

18-19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, მათ შორის ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს.

„შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ძირითადი აქცენტი გაკეთდება წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ასევე საუბარი შეეხება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაკეთებულ ზეპირ ანგარიშზე, სადაც ასახულია საქართველოს პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ასევე აღინიშნება ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში.

შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. ამასთან ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკაზე”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია