გიორგი ალადაშვილმა ლაგოდეხის მერიაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი ალადაშვილმა ლაგოდეხის მერიაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან და მერის წარმომადგენლებთან გამართა.

„შეხვედრაზე განიხილეს სტიქიის შედეგად შექმნილი პირველადი ვითარება და სამოქმედო გეგმა დასახეს. მუნიციპალიტეტების სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ორივე მერიის მუდმივმოქმედი ზარალის შემსწავლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. გასულ ღამეს, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაისეტყვა საკარმიდამო და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. გაიწმინდა დატბორილი და ჩახერგილი გზები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ძლიერი ქარის, სეტყვისა და უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა