ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, რომლის აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, პოლიცია მუშაობს

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, რომლის აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, პოლიცია მუშაობს. ფაქტის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მუხლით დაიწყებს უწყება მომხდარ ფაქტზე გამოძიებას.

თავად „ოაზისში“ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვი ქართველია.

“გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია. დედასთან ერთად ისვენებდა. როგორც ამბობენ, დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა. აუზზე სხვა დამსვენებლებიც იყვნენ, მაგრამ დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივებმა.

ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისის“ აუზში 5 წლამდე ბიჭის დახრჩობის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის