ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები

მნიშვნელოვანია, რომ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააფიქსირა თავისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილიგათავისუფლების მოთხოვნაზე, რეგიონის სხვა ლიდერებმაც ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ამიტომ ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ საკითხის წამოწევა მოხდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები იყო.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო. ახალი სამოქმედო ნაბიჯები იგეგმება, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადადგას პარტიამ. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ მოხდეს აქცენტირება, რადგან თანამედროვე ქვეყნები საქართველოს ვერ მიიღებენ ისეთს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით იმყოფება.

კანდიდატის სტატუსზე, კონკურენტუნარიან და სამართლიან საარჩევნო გარემოზე საუბარი ვერ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილის სტატუსი ამ ფორმით შენარჩუნდება, ამიტომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს