ზვიად ძიძიგური - ისეთი უსიცოცხლო პოლიტიკური სპექტრი და ცხოვრება, როგორსაც ბოლო ერთი წელია ვხედავ, იშვიათად გაგახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიაში - სავალალო მდგომარეობაა

ხელისუფლება უფრო შემსრულებლების დონეზე მანიპულირებს და ოპოზიციაშიც იმ ენერგეტიკას ვერ ვხედავ, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ცვლილებები, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში ის გაერთიანება იქნება ეფექტური, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბანაკების მიღმა შეიქმნება.

„ისეთი უსიცოცხლო პოლიტიკური სპექტრი და ცხოვრება, როგორსაც ბოლო ერთი წელია ვხედავ, იშვიათად გაგახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. იყო ძალიან მძიმე პერიოდები საქართველოში, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი მუდმივად ხმაურობდა. დღეს აქტიურ ადამიანებსაც ძნელად ხედავ პოლიტიკაში, არც ხელისუფლების მხრიდან არ არიან გამორჩეულები. ხელისუფლება უფრო შემსრულებლების დონეზე მანიპულირებს და ოპოზიციაშიც იმ ენერგეტიკას ვერ ვხედავ, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ცვლილებები.

ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა („ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“) რაღაც სიახლეს შესთავაზებს ქართულ საზოგადოებას; ის გაერთიანება იქნება ეფექტური, რომელიც იქნება ამ ორი პოლიტიკური ბანაკის მიღმა.

დღეს, რომ აქვს ხელისუფლებას ისეთი დაბალი რეიტინგი შეიძლება ჰქონდა შევარდნაძის დროს, მაგრამ მაშინ ოპოზიციას ჰქონდა მაღალი რეიტინგი და მხოლოდ ერთი ოპოზიციური ძალა არ იყო და დღეს მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიას აქვს ინერციით შემორჩენილი ორნიშნა მხარდაჭერის შესაძლებლობა, დანარჩენი - ერთმა ან ორმა თუ გადალახა 5%-იანი ბარიერი. სავალალო მდგომარეობაა, ანუ ხელისუფლების რეიტინგის დაცემა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია, შენ თვითონ რა რეიტინგი გაქვს და რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა