დაბა ბაკურიანში გზების მორეცხვის გეგმური სამუშაოები გრძელდება. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მორეცხვის სამუშაოებს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ დასუფთავების სამსახური ახორციელებს.
მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ბაკურიანის ცენტრალური ქუჩები და წრიულის მიმდებარე ტერიტორია ირეცხება.
გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები ზამთრის დადგომამდე გაგრძელდება.