გიორგი ცაგარეიშვილი - გაგულისებით ებრძვის სააკაშვილის ოჯახი საქართველოს, რათა კრიმინალს სასჯელი ააცილონ და ციხიდან დაიხსნან - უზნეოა მათი მიზანიც და არჩეული საშუალებაც

ეს საშინელი, აღვირახსნილი პიარ-კამპანია, დაკვეთილი სტატიები და რეზოლუციები, თურმე გამართული იურიდიული მომსახურება ყოფილა - თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ის, რაც სამართლებრივია მორალური და ზნეობრივია, ძალიან შემცდარხართ! - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის პოზიცია გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ.

ცაგარეიშვილის შეფასებით, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ „სააკაშვილის ოჯახი საქართველოს გაგულისებით ებრძვის, რათა კრიმინალ სააკაშვილს სასჯელი ააცილონ და ციხიდან დაიხსნან“.

„მე ხელთ მაქვს ამერიკელი ლობისტების მიერ გამოქვეყნებული დაწვრილებითი ანგარიში, თუ რაში გადაიხადა მილიონზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა. მაგალითად, ეს არის ევროპარლამენტარებისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით, ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, მისი ვიზიტი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, კომუნიკაცია თბილისში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ პირთან, კომუნიკაცია პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა, სტატიების მომზადება მათ შორის "პოლიტიკოში", "გარდიანში" და ასე შემდეგ, კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ ბლინკენი და მაკფოლი დაარწმუნონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. ასე გაგულისებით ებრძვის სააკაშვილის ოჯახი საქართველოს, რათა კრიმინალ სააკაშვილს სასჯელი ააცილონ და ციხიდან დაიხსნან. ამ ადამიანს და მის ოჯახში საზოგადოებისთვის ბოდიში რომ მოეხადა, ეს საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ არ შეუძლიათ - ვერ წარმოუდგენიათ, მიაჩნიათ, რომ თავის დროზე კიდევ უფრო მეტი ხალხი უნდა დაეხოცათ და შემდეგ, როგორც ჩანს, ათჯერ მეტს დახარჯავდნენ. უზნეოა მათი მიზანიც და არჩეული საშუალებაც. ეს ადამიანი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენის გამოა გასამართლებული და მისი ბედის ქვეყნის ბედთან და მომავალთან გაიგივება, ტრაგიკულია მისთვის და ამ ქვეყნისთვისაც", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ცაგარეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა