მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა

ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ აშშ- ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ - გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლობისტები სააკაშვილის გათავისუფლების ინსტრუმენტად ზურაბიშვილის ფაქტორს განიხილავს.

მდინარაძე აცხადებს, რომ მძლავრი ზეწოლის მიუხედავად, ზურაბიშვილს გაუჭირდება საკუთარი სიტყვების უკან წაღება.

"ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში "ნაცმოძრაობას" გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს და ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა. თუმცა, საბოლოო ჯამში მე მგონია, მართლა ძალიან გაუჭირდება და მის სიტყვებს "არა და არასდროს" უკან ვერ წაიღებს. რაც უფრო პრინციპულად დადგება ის ამ პოზიციაზე, დამიჯერეთ და ამას მომავალი გვაჩვენებს, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება