ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" "ოფიციალური ვიზიტით" ნიკარაგუაში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" ვიცე-პრემიერის და სოფლის მეურნეობის "მინისტრის", ბესლან ჯოპუას ხელმძღვანელობით, "ოფიციალური ვიზიტით" ნიკარაგუაში იმყოფება, სადაც ამ ქვეყნის დედაქალაქის - მანაგუას მერთან შეხვედრა გამართა.

მანაგუას მერის, რეინა რუედას განცხადებით, "აფხაზეთის და ნიკარაგუას დედაქალაქებს დიდი პოტენციალი აქვს და შემდგომი კონტაქტების გაძლიერების იმედი გამოთქვა".

„2021 წლის 1 ნოემბერს სოხუმსა და მანაგუას შორის ხელმოწერილი შეთანხმდება ამის შესაძლებლობას გვაძლევს“, - განაცხადა რუედამ.

თავის მხრივ, ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ მანძილის მიუხედავად, ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ჩვენ ოკეანეები გვყოფს, მაგრამ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენი ქვეყნები თავისი სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობაზე იბრძოდნენ ", – განაცხადა მან.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება