ფოთის მერი - ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთს, ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადმოეცა, რაც მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ”, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

პროექტი საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა