ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, ლესლი ბირმან ლამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება.

„საუბარი შეეხო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები.

მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესზე, რასაც ლესლი ბირმან ლამმა მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრაზე მხარებმა იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება