„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს

2023 წლის 11 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა „ქუთაისი-სოხუმის" DN 500მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ უწყვეტი მუშაობის შედეგად, ავარიის მასშტაბურობისა და სირთულის მიუხედავად, საკუთარი ძალებითა და სახსრებით, უმოკლეს ვადებში შეძლო დაზიანებული მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა