ევროპარლამენტარები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა დააჩქარონ

30 ევროპარლამენტარი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა დააჩქარონ. ამის შესახებ ევროპარლამენტარების საერთო წერილში წერია, რომელიც ტომაშ ზდეხოვსკის მიერ იყო ინიცირებული.

“უკრაინისთვის ამ მაღალტექნოლოგიური ავიაგამანადგურებლების მიწოდება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის ანტისაჰაერო თავდაცვას, იქნება სამოქალაქო მოსახლეობის უკეთესი დაცვის გარანტორი და შეაჩერებს სამომავლო აგრესიას”, - წერია ევროპარლამენტარების წერილში.

წერილის ხელმომწერები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავენ მხარი დაუჭირონ F-16 ავიაგამანადგურებლების დაჩქარებულ გადაცემას, ვინაიდან, ისინი “უკრაინის თავდაცვისა და შეტევითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად” არის საჭირო.

ევროპარლამენტარები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ავიაგამანადგურებლების გარეშე სხვა სამხედრო დახმარებამ, რომელიც დასავლეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას, “შესაძლოა ვერ მიაღწიოს სრულ პოტენციალს”.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით