ევროპარლამენტარები - მტკიცედ ვუჭერთ მხარს “ალტ-ინფოსა” და კონსტანტინე მორგოშიას წინააღმდეგ მიზნობრივ სანქციებს

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, “ალტ-ინფო” და მისი ლიდერი, კონსტანტინე მარგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.

წერილის ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.

ევროპარლამენტარები წერილის ადრესატებს მოუწოდებენ, “ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან, რათა უმაღლეს დონეზე დაგმონ კვირას, 8 ივლისს Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ LGBTIQ-ფობიური თავდასხმები”.

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს “ალტ-ინფოს” ჯგუფისა და ჯგუფის უკან მდგომი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას წინააღმდეგ მიზნობრივ სანქციებს. “ალტ-ინფო” ცნობილია მის მედია არხებზე LGBTIQ-ფობიური სიძულვილის ენის გავრცელებით და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს Tbilisi Pride-ის წინააღმედგ თავდასხმებში”, - წერია წერილში.

ევროპარლამენტარები, ასევე, აღნიშნავენ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები სასამართლო დევნის ნაკლებობის დემონსტრირებას ახდენენ 2019 და 2021 წლებში LGBTQI-ფობიური ძალადობაში ჩართული პირების წინააღმდეგ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება