პირველად საქართველოში Marriott Executive Apartments პარტნიორობას VR HOLDING-თან იწყებს

VR HOLDING-ი ვაკეში ახალ სივრცეს ქმნის. პროექტი, რომლის საინვესტიციო მოცულობა $220 - მილიონს აღემატება, სპორტის ყოფილი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ, 51 ბიჯით გამართული აუქციონის გზით შეიძინა.

ჭავჭავაძის #49-ში, VR HOLDING-ის ახალი პროექტი, ერთ სივრცეში გააერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ, სპორტის ახალ უნივერსიტეტსა და აღნიშნულ უნიკალურ ტერიტორიასთან თავსებად მულტიფუნქციურ, ინოვაციურ, საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს.

პროექტის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს:

პირველი ნაწილი - სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების, 1 800 სტუდენტზე გათვლილი სპორტის უნივერსიტეტის შენობის აშენებას გულისხმობს, რომელშიც მოეწყობა თანამედროვე აუდიტორიები, სამბოს დარბაზი, სპორტული დარბაზები და მოედნები. VR HOLDING-ის მიზანია ყველა სტუდენტს შეუქმნას სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის სასიამოვნო და პროდუქტიული გარემო.

მეორე ეტაპი - არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება - გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეების და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები შეძლებენ.

მესამე ეტაპი - ტერიტორიისთვის თავსებადი, მრავალფუნქციური, ინოვაციური, თანამედროვე არქიტექტურისა და გამორჩეული დიზაინის დეველოპერული პროექტის - VR VAKE SKYVIEW-ის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს, ტურისტების ინტერესს გააჩენს და ასევე, გაზრდის მიმდებარე ტერიტორიის საბაზრო ღირებულებას.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში Marriott Executive Apartments პარტნიორობას VR HOLDING-თან იწყებს და VR VAKE SKYVIEW-ში სწორედ Marriott-ის Executive Apartment განთავსდება.

ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

VR HOLDING-ი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა სიახლეები სამშენებლო ინდუსტრიაში და დააწესა ახალი სტანდარტი დეველოპერულ სექტორში.

კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და პირველი პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ დღემდე დიდი ნდობით, პრემიუმ ხარისხითა და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

კომპანია მრავალი წელია აშენებს ბუნების კარნახით და ქმნის ეკოლოგიურად, ფუნქციონალურად და ესთეტიკურად გამორჩეულ პროექტებს.

კომპანიის მიზანია, VR VAKE SKYVIEW-ი იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მოიზიდოს უცხოურ ინვესტიციები და შექმნას მნიშვნელოვან ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში.

(R)

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!