მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელზე“ - არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება

არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას.

სარჯველაძის განცხადებით, ეს პარტიები ხვდებიან, რომ "ამ დრომდე საზოგადოებას რასაც სთავაზობდნენ, იყო ფუჭი და უვარგისი".

„რაკი საუბრობენ თვითონ ახალ ენერგიაზე, ახალ ძალაზე, ესე იგი ხვდებიან, რომ ამ დრომდე საზოგადოებას რასაც სთავაზობდნენ, ეს ყველაფერი იყო ფუჭი, უვარგისი და ის, რის გამოც ისინი მიემართებოდნენ დაღმართში. ხვდებიან, რომ აქამდე საზოგადოებისთვის შეთავაზებული მთელი მათი პოლიტიკა იყო არასწორი, შეცდომებით გადაპენტილი, ხვდებიან მათ სჭირდებათ რაღაცის შეცვლა. ოღონდ საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებით, არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება. შესაბამისად, შესათავაზებელი თუ რაიმე აქვთ, როცა თვითონვე აღიარებენ, რომ მცდარ გზას ადგნენ, ამაზე უნდა ესაუბრონ საზოგადოებას და ამისთვის სჭირდებათ შინაარსობრივი საუბარი და არა ცალკეული ლოზუნგების გამოყენება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა