გურამ მაჭარაშვილი - მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა, ამდენს „ხალხის ძალაც“ კი არ ვამბობდით - სააკაშვილს თუ ვინმე აწამებს, მისი ოჯახის წევრები არიან, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ

მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას ვუხდით, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის აზრით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა რა, რომ საზოგადოებაში მის მიმართ დიდი ინტერესი არ იყო, გადაწყვიტა, ქვეყანა დაესანქცირებინა და დაეზიანებინა, რაშიც მილიონები გადაიხადა.

"მას შემდეგ, რაც ჯერ საქართველოში ჩუმად შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და "ვივამედიდან" იმდენი სისულელე ჩაიდინა, იმდენი ანტიქართული განცხადებები აკეთა - ხან ქართველობაზე თქვა უნარი, ხან უცხოელებს დააბრალა: - რაღაცებს ვიტყვი, თუ აქედან არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, სიმართლე თქვას. ჩვენ "ხალხის ძალა" ამდენსაც არ ვამბობდით. თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება მოეფიქრებინა, ეს ჩვენც არ გვეგონა. იმდენს არც ვამბობდით, რაც FARA-ს კონტრაქტშია ჩამოთვლილი. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, "გლობალური ომის პარტია" არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ, მაგრამ ის, რომ ამის გარდა, იმაშიც გადაიხდიდნენ, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი უნდა დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ და მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ... თურმე ამ ყველაფერში მილიონები ყოფილა გადახდილი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯოზეფ ბაიდენი, ევროპელი ლიდერები იმით უნდა დაკავებულიყვნენ, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას აქ ვინმე აწამებდა.

თუ ვინმე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აწამებს, არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც "წყალ-წყალა" სუპი შეაქვთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება