მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის "საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება" ფარგლებში ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი - „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანიას'' წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

„კამპანია ინოვაციური ხასიათისაა და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით მოხდება: დაიბეჭდება ფლაერები ბრაილის შრიფტით, ასევე, საინფორმაციო ვიდეო-რგოლებს ექნებათ ჟესტური ენის თარგმანი.

კამპანიის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, სადაც პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა და ადგილზე დარიგდება საინფორმაციო ფლაერები.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამუშაო ჯგუფმა დაწერა, რომლის შემადგენლობაში შედიან: მამუკა შუბითიძე, ნინო დეკანოიძე, ირინე მაჭარაშვილი, თამარ კიპაროიძე და დავით ჭიკაძე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში