აკაკი ბობოხიძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღირებულებით ნაწილში გაერთიანება და მის ქუდქვეშ ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია

პარტიების გაერთიანებას შეიძლება ორი ამოცანა ჰქონდეს - ერთი მორალური ნაწილი და ზოგადი საკითხები ან მეორე, კონკრეტული ამოცანა - დღეს ეს შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება იყოს, - ასე ეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას.

როგორც ბობოხიძე აცხადებს, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ორი ამოცანიდან, ვერცერთს აკმაყოფილებს.

„მასთან ღირებულებით ნაწილში გაერთიანება წარმოუდგენელია, ასევე შეუძლებელია ივანიშვილის დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და მის ქუდქვეშ. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვცდილობთ ის ადამიანები ვიპოვოთ, რომლებიც ღირებულებით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან და გავზარდოთ ამომრჩევლის რაოდენობა. ეს ყველაფერი საბოლოოდ, მოემსახურება მეორე ამოცანასაც. ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ მიცემს ხმას, ბიძინა ივანიშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერაფრით ვერ იქნება”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, რომლის კომენტარსაც “ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა