მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტში მოქმედ დღის ცენტრს ესტუმრნენ და სოციალურ სერვისებს გაეცნენ. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" მიერ ფუნქციონირებს და შშმ ბავშვებს ემსახურება. ცენტრი როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„აღსანიშნავია, რომ ყიზილაჯლოს დღის ცენტრში, დამატებით ახალი პროგრამა ამოქმედდა. ეს არის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი დაწესებულება, სადაც 18 წელს ზემოთ მყოფ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ, საჭირო სერვისი ადგილზე მიიღონ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადგილობრივი თთვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დღის ცენტრის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ, თუ რა პირობებში და როგორ სარგებლობენ არსებული სერვისებით ბენეფიციარები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.